აშშ — The BELLAGIO
Bellagio Spa & Salon გარემოსადმი პასუხისმგებლობას გამოხატავს და გთავაზობთ პროცედურებსა და მომსახურებას, რომლებიც Bellagio Conservatory-ის კონცეფციას ეხმიანება. ჩვენს სტუმრებს სეზონებისა და კონტინენტების მრავალფეროვნებით შთაგონებულ მსოფლიო მოგზაურობაში ვიწვევთ. საგულდაგულოდ განლაგებული მცენარეები, ყვავილები, ხეები და წყლის ელემენტები თითოეული სეზონის განწყობას აცოცხლებს და გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის გამორჩეული ფერებისა და სანახაობების სილამაზეს გადმოსცემს. ჩინური ახალი წლისთვის კი სპეციალური ექსპოზიცია ეწყობა.
ჩვენი Spa & Salon-ის გუნდმა გააერთიანა პროცედურებისა და უძველესი ტრადიციების ფართო არჩევანი, რომელთა საფუძველიც ხარისხი, ავთენტურობა და რიტუალია. ჩვენი მიზანია, ხუთივე გრძნობაზე მოქმედი ჰარმონიული სენსორული გამოცდილებით საერთო კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმნათ, რათა სტუმარმა დაუყოვნებლივ იგრძნოს ღრმა მოდუნება და ინტენსიური აღდგენა.
ირლანდია — Farnham Estate
კავანის გარეუბანში, ულამაზეს, 1300 აკრზე გაშლილ მამულში მდებარე Farnham Estate ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპა და გოლფის მიმართულებაა. ის შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს, როგორც ნამდვილი თავშესაფარი ბუნების წიაღში.
Farnham Estate-ში სოფლის სიმყუდროვისა და თანამედროვე ინტერიერის დახვეწილი შერწყმა დაგხვდებათ. 1300 აკრ უძველეს ტყეს, ტალღოვან მდელოებსა და ხელუხლებელ ტბებს შორის მდებარე კურორტი გთავაზობთ შესანიშნავ განთავსებას, ჯანსაღ და გემრიელ კერძებს, ჯეფ ჰოუზის მიერ დაპროექტებულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანსა და შესანიშნავ სპა ინფრასტრუქტურას. თქვენი დასვენება ჩვენი სპა მენიუდან შერჩეული ერთი ან ორი თერაპიული პროცედურით შეავსეთ.
იაპონია — Yon-Ka Tokyo Omotesando Space
საფრანგეთი — VALRUGUES SPA
ინდონეზია — Four Seasons Jakarta
მრავალი ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული არქიტექტორის, სეზარ პელის მიერ დაპროექტებულ მდიდრულ კომპლექსში განთავსებული ეს ურბანული სპა ინდონეზიის მეგაპოლისის გულში დასვენების ნამდვილ ოაზისს გთავაზობთ.
მისი ელეგანტური ინტერიერი ევროპული სტილით შთაგონებულ მყუდრო, დამამშვიდებელ და მცენარეებით გამდიდრებულ გარემოს ქმნის. სპა პროცედურები Yon-Ka-ს ფიტოარომატული სახისა და სხეულის მოვლის ეფექტიანობას ინდონეზიური ტექნიკების აზიურ ტრადიციებთან აერთიანებს.
Yon-Ka-ს პროტოკოლებში მომზადებული პროფესიონალი გუნდი სტუმრებს 6 ფართო კაბინეტსა და 2 VIP ორადგილიან ლუქსში ემსახურება. მათ განკარგულებაშია ასევე თმის სალონი და ბარბერი. გამაჯანსაღებელი გამოცდილების დასასრულს სტუმრებს შეუძლიათ, ფუტურისტულ მოსასვენებელ სავარძლებში კომფორტულად მოკალათდნენ და ჩაი მიირთვან.