1954
Yon-Ka 100%-ით ფრანგული ბრენდია, რომელიც 1954 წელს ბოტანიკით გატაცებულმა მიულეთალერების ოჯახმა დააარსა.
1954 წელს სესილმა, ერნესტმა და შარლ მიულეთალერებმა დააარსეს Laboratoires Multaler. არომათერაპიისა და ფიტოთერაპიის პიონერები ფლობდნენ თაობიდან თაობას გადაცემულ ცოდნას, რომელსაც იმ დროს მხოლოდ რამდენიმე სხვა მეცნიერი, ქიმიკოსი და ექიმი იცნობდა.
მიულეთალერების ოჯახი თავდაპირველად მცენარეთა ნაზი სურნელითა და მზის ენერგიით გაჯერებული ეთერზეთებით დაინტერესდა. გამწმენდ, სამკურნალო და განწყობაზე მოქმედ თვისებებს ისინი საკუთარ თავსა და ახლობლებზე ცდიდნენ. მათი პირველი პროდუქტები ფიზიოთერაპევტების მიერ სამედიცინო გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი.
კვლევისას მათ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს და შექმნეს Quintessence — ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ხუთი ეთერზეთის უნიკალური ნაზავი, რომელიც მათი ფიტოარომატული ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.
1957
ასორტიმენტი გაფართოვდა ბუნებრივი პროდუქტებით დაინტერესებული მომხმარებლებისა და პროფესიონალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იმ დროს ქიმია წამყვან როლს თამაშობდა. Yon-Ka კოსმეტოლოგებს კანის მოვლის სხვადასხვა ხაზს სთავაზობდა, რათა მათ პრობლემური კანისთვის „თერაპიული“ საშუალებები შეერჩიათ.
1960
ბრენდის ისტორიაში პირველი ნაბიჯი ფიტოარომათერაპიის შექმნა იყო.
არომათერაპია ეთერზეთებით მკურნალობას გულისხმობს. მკვლევრებმა ამ მეთოდს მცენარეში არსებული ბუნებრივი ნივთიერებებიდან მიღებული აქტიური ინგრედიენტები დაუმატეს. მათმა ერთობლივმა მოქმედებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა და ასე დაიბადა ფიტოარომათერაპია. პროფესიონალები დაარწმუნა ეფექტიანობამ, დამაბალანსებელი სურნელების ძალამ, პროცედურის შემდეგ დაუყოვნებლივ შესამჩნევმა შედეგებმა და კლიენტების გამოხმაურებამ. იმ დროს Yon-Ka მხოლოდ საფრანგეთში იყო ხელმისაწვდომი.
1968
დამფუძნებლების ქალიშვილი და დისშვილი, ფრანსუაზი და კატრინი, შესაბამისად, Laboratoires Multaler-ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორები გახდნენ.
ფრანსუაზი ბიოქიმიკოსია, კატრინი კი კოსმეტოლოგი. მათი გამოცდილება ერთმანეთს ავსებდა და ბრენდს ახალი მიმართულება შესძინა — სპა პროცედურები.
კანის მოვლა სულ უფრო მეტად ეფუძნებოდა ჰოლისტიკურ მიდგომას და Yon-Ka ამ სფეროშიც პიონერი იყო.
ამავე პერიოდში დაიწყო ბრენდის საერთაშორისო გაფართოება.
1987
Laboratoires Multaler-მა ამერიკაში შვილობილი კომპანია გახსნა. იმ პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკაში სპა ბაზარი სწრაფად იზრდებოდა.
Yon-Ka-მ ასორტიმენტს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სილამაზის ახალი რიტუალები დაამატა. სურნელები და გამოყენების სპეციალური ტექნიკა კლიენტებს მოდუნებისა და ყოველდღიურობისგან განტვირთვის საშუალებას აძლევდა.
1995
Yon-Ka-მ ასორტიმენტში ხილის მჟავები (AHA) შეიტანა. იმ დროს ამ პერსპექტიული აქტიური ინგრედიენტების შესახებ ჯერ კიდევ ცოტა რამ იყო ცნობილი. მათ განსაკუთრებით აფასებდნენ კანის გასწორების, აქერცვლის, ნაოჭების შესამჩნევობის შემცირებისა და კანისთვის ბზინვარების მინიჭების თვისებების გამო.
საფრანგეთში Yon-Ka ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც ეს ნივთიერებები წარმატებით გამოიყენა.
1999
Laboratoires Multaler პარიზის მახლობლად გადავიდა და საწარმო ისე აღჭურვა, რომ ISO 22716 სტანდარტის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და მათთვის გადაეჭარბებინა. საწარმოში მოეწყო სუფთა ოთახი და დაინერგა ხარისხის კონტროლის უახლესი აღჭურვილობა და მიკვლევადობის მართვის სისტემა.
2007
გამოვიდა მამაკაცებისთვის განკუთვნილი ხაზი Yon-Ka for Men.
2012
Yon-Ka-მ შეფუთვის დიზაინი განაახლა და მას უფრო ახალგაზრდული, დახვეწილი იერი მისცა.
2014
Yon-Ka 60 წლის იუბილეს აღნიშნავს! 60 წელია, ბრენდი ქალებისა და მამაკაცების მოვლასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.
2016
Laboratoires Multaler-მა წარადგინა დაბერების ნიშნების საწინააღმდეგო ახალი კოლექცია, მათ შორის ნაოჭების შემავსებელი Time Resist. კომპანიამ ასევე გააფართოვა დაბერების ნიშნების საწინააღმდეგო პრემიუმ კომპლექსური ხაზი Age Exception.
2017
გამოვიდა სახის მოვლის ოთხი ბუსტერი აქტიური ინგრედიენტების ეფექტიანი კონცენტრატებით, რომლებიც მოვლის რუტინის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების საშუალებას იძლევა.
2018
გამოვიდა სხეულის მოვლის ახალი კოლექცია Aroma Fusion. ოთხი ხაზი — Detox, Silhouette, Vitality და Relax — კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული. მათი სურნელები მოგზაურობის განცდას ქმნის და მოდუნებაში გეხმარებათ, მოვლა კი თვალსაჩინო შედეგს იძლევა.
2021
Yon-Ka-ს სრულიად ახალი იერი აქვს! წარმოგიდგენთ განახლებულ ვიზუალურ იდენტობასა და ვებსაიტს, სადაც მარტივად იპოვით საჭირო ინფორმაციას და შეიძენთ საყვარელ პროდუქტებს. ჩვენი ახალი იერი ბრენდის ხასიათს ასახავს — ბუნებრივს, ავთენტურსა და ენერგიით სავსეს.
სიახლეებისთვის გამოიწერეთ Yon-Ka Instagram-სა და Facebook-ზე.